რეზონანსი
15.04.2017

 თურქეთი ისტორიული რეფერენდუმისთვის ემზადება. ქვეყნის მოსახლეობამ ხვალ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კამპანია ოფიციალურად დღეს დასრულდება, თუმცა მანამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მხარდამჭერებს სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართავს.

საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოლისების გაზრდას ითვალისწინებს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რეფერენდუმზე გატანილ საკითხს მხარს მოსახლეობის 51% უჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც თურქეთში საპარლამენტოს ნაცვლად საპრეზიდენტო მართვის სისტემის შემოღებას გულისხმობს, პარლამენტში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ შეიტანა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×