საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამამ წარადგინა ორი ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ჰუმანური განვითარების გამოწვევებს აღწერს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შემოსავლები არათანაბრად არის განაწილებული და დისბალანსი რეგიონში ყველაზე მაღალია.
„საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი იკლებს 12.2 პროცენტით, როდესაც მისი გადათვლა ხდება უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით" , - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნილს სკოტმა.
საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0.754).
საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მისი ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსი (0.769) უსწრებს მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.746) ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საქართველოსთან ახლოს არიან სომხეთი და ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელთა პოზიცია რეიტინგში შესაბამისად 84 და 81-ია.