რეზონანსი
16.04.2017

 თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ტარდება. პრეზიდენტმა ხმა სტამბოლში მისცა და იმედი გამოთქვა, რომ შედეგი დადებითი იქნება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს რეფერენდუმი განსაკუთრებულია და ის ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

„თურქეთი საკმარისად განვითარდა, მაგრამ მას ახალი იმპულსი სჭირდება. იმედია, ხალხი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეს ცვლილებები განხორციელდება" , - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

საარჩევნო უბნები თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. თურქეთის დაახლოებით 55 მილიონი მოქალაქე სარეფერენდუმო კითხვას გასცემს პასუხს.

ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

თუ მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება. ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას პარლამენტმა კენჭი 2017 წლის 20 იანვარს უყარა.

ქვეყანაში 167 140 საარჩევნო უბანი და 55,3 მლნ ამომრჩეველია. 461 საარჩევნო უბანი ციხეებში გაიხსნა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა ხმა უკვე მისცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×