რეზონანსი
16.04.2017

 ტელეკომპანია NTV" -ის ინფორმაციით, თურქეთის პროვინცია დიარბაქირში, რეფერენდუმის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ჯგუფებს შორის სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სროლა საარჩევნო უბანთან ახლოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებს შორის სხვაობა გახდა.

საარჩევნო უბნები თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა. სარეფერენდუმო ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×