რეზონანსი
17.04.2017

 სამგზავრო თვითმფრინავი - „Boeing-737", რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ამის შესახებ ცნობას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა ლაინერი ვერ დაიმორჩილა, რამაც თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკიდან გადასვლა გამოიწვია. ბორტზე 106 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიუხედავად ინციდენტისა, ვნუკოვოს აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×