რეზონანსი
17.04.2017

 თელავის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. მას 5 ტყვია საკუთარი სახლის ეზოში ესროლეს. ყოფილი გამგებელი თელავის რაიონულ საავამყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრებმა თავდამსხმელი ამოიცნეს, ვინაიდან მას სახე დაფარული არ ჰქონია.

ვასილ დავითაშვილი წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და თელავის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ექს-დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირდებოდეს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ან გასაღებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×