რეზონანსი
17.04.2017

 პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად, კერძო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ჩამოვარდა და სატვირთო ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მძღოლიც. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ჯერ ჰაერში ყოფნისას აფეთქდა და შემდეგ დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. ბორტზე შვეიცარიელი პილოტი და საფრანგეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×