რეზონანსი
17.04.2017

 ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ცვლილებები საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფარს ეძებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს მიიღებენ, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა.

სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

„ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით და განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში", - განაცხადა ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×