რეზონანსი
17.04.2017

 საინფორმაციო სააგენტო „Ria" - ს ცნობით, პეტერბურგის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აბრორ აზიმოვი მოსკოვის მახლობლად დააკავეს. ბრალდებული

საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში უკვე გადაყვანილია.

3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 15 და დაშავდა 50-მდე ადამიანი. აფეთქება მატარებლის ვაგონში მოხდა. მეტროს კიდევ ერთ სადგურში აღმოაჩინეს ბომბი, რომელიც არ აფეთქდა, ის გააუვნებელყვეს. არსებული ინფორმაციით მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 1 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა, რაც სამ-ხუთჯერ მძლავრია აფეთქებულზე.

გამოძიების ცნობით ტერორისტი, რომელმაც თავი აიფეთქა 1995 წელს დაბადებული ყირგიზი, აკბარჯონ ჯალილოვი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×