რეზონანსი
17.04.2017

ისრაელის საპატიმროებში მყოფმა 1500-მა პალესტინელმა შიმშილობის აქცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ციხეებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ.

აქცია პალესტინელთა ყოფილი ლიდერის მარვან ბარგურტის მიერაა ორგანიზებული, რომელსაც 5 მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის პარტია „ფათხის" წევრია და პალესტინის ავტონომიის ლიდერის მაჰმუდ აბასის შემცვლელად სახელდება.

პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბეთლემში, ღაზასა და მდინარე იორდანის ნაპირზე მდებარე დასახლებებში. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, თუმცა მათი შეჩერება საგუშაგოებთან ებრაელმა სამხედროებმა სცადეს, რასაც შეტაკებები მოყვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×