რეზონანსი
18.04.2017

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები, რომლებიც ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×