რეზონანსი
18.04.2017

 სააგენტო „Reuters"- ის ინფორმაციით, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საპრეზიდენტო კანდიდატ მარი ლე პენის მოწინააღმდეგეების აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგში მონაწილეობას 70-დან 80-მდე ადამიანი იღებდა. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა ხის ნატეხების სროლა დაიწყო, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შემდეგ კი მომიტინგეები დაიშალნენ.

17 აპრილს, პარიზში ლე პენი თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც 5 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიტიკოსის გამოსვლას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც „ნაციონალური ფრონტის" ლიდერი სიტყვით გამოდიოდა, სცენაზე წელს ზემოთ შიშველი ქალი ავარდა და ლე პენის წინააღმდეგ ლოზუნგებს ჰყვიროდა. იგი დაცვამ სცენიდან ჩამოიყვანა და დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×