რეზონანსი
18.04.2017

 ჩრდილოეთ კორეის მეთაურის სახელით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა განაცხადეს, რომ ფხენიანი მზად არის ამერიკასთან ომისთვის.

ელჩის განცხადებით, ვაშინგტონის პოლიტიკის გამო, ნებისმიერ წუთს შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს და დარტყმას ფხენიანი იერიშით უპასუხებს.

„აშშ არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ქმედებაზე თავისი უსამართლო და არაპროპორციული პასუხით" , - აღნიშნულის შესახებ გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, აშშ-მ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რის გამოც შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ნებისმიერ წუთს ბირთვული ომი დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×