რეზონანსი
18.04.2017

 დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, პოლიციელი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ პიროვნებასთან. სამართალდამცველს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს, მას მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

ინციდენტის დეტალებზე დაჭრილის ოჯახის წევრები არ საუბრობენ.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდიანრეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულდებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×