რეზონანსი
18.04.2017

 საქართველო 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ბილეთები ორ ეტაპად გაიყიდება. 12 აპრილიდან, გაყიდვაში ყველა სამატჩო დღეზე დასასწრები ბილეთების 60% გამოვიდა, დარჩენილი 40% კი 12 მაისიდან გაიყიდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდზე www.TKT.ge/U20

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ იმართება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (13 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში - ავჭალისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

დღის ბილეთის ფასი სტადიონების მიხედვით:

ავჭალის სტადიონი

ჯგუფური ეტაპი: 20 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

პლიოფები და ფინალები: 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

აია არენა

ჯგუფური ეტაპი: 5 და 10 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

მიხეილ მესხის სტადიონი

პლიოფები და ფინალები: 5 და 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

საქართველოს ნაკრები პლეიოფებს (13 ივნისი) და ფინალებს (18 ივნისი) მიხეილ მესხის სტაიდონზე ითამაშებს.

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება. თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. 2010 წლიდან მოასპარეზეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×