რეზონანსი
18.04.2017

 ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „სახელმწიფო ენის შესახებ" მიღებული კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2015 წლის 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „სახელმწიფო ენის შესახებ", რომელიც 2016 წლის 1 ინვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა პრემიერი კანონს უკვე მეორე წელია არღვევს.

„ჩვენ გვესმის წარმოუდგენელი ტექსტები, შესიტყვებები. ჟურნალსტებსაც მოსდით შეცდომები მაგრამ, ხალხის რჩეულები განსაკუთრებულად დახვეწილად უნდა მეტყველებდნენ. დღეს ქვეყანაში გვაქვს სრული ტერმინოლოგიური აღრევა" , - განაცხადა ლევან ღვინჯილიამ.

ენათმეცნიერის თქმით, ქართული ტერმინოლოგიის დამკვიდრებას ყურადღებას არ აქცევენ და ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ენა ბედის ანაბარაა მიტოვებული.

„მამაჩემი რომ იყოს პრემიერმინისტრი, მე იმას ვეტყოდი რასაც ახლა ვეუბნები გიორგი კვირიკაშვილს. რა პასუხს გასცემთ შთამომავლობას ბატონო გიორგი?! იქნებ თქვენ გაქვთ ოფიციალური მიზეზი, მესამე წელია პარლამენტის დადგენილებას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს არღვევთ. გვითხარით და გაგიგებთ, მაგრამ მე დღეს მექნება შთაბეჭდილება, რომ ფეხებზე გკიდიათ ქართული ენა! ეს იცით რას ნიშნავს, თქვენ ფეხებზე გკიდიათ ქართველი ერი" , - განაცხადა ლევან ღვინჯილიამ.

ენათმეცნიერი თქმით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, უნდა დაინიშნოს ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დამტკიცდეს დებულება, შეიქმნას სახელმწფიფო კომისია, რომელიც პრემიერმინისტრის მეთაურობით უნდა მოქმედებდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×