რეზონანსი
18.04.2017

 ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair" მიმდინარე წლის ზაფხულზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ასევე ავიაკომპანია განაახლებს რეისებს სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით. სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 ჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

„Ellinair" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს. ავიაკომპანიას ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×