რეზონანსი
18.04.2017

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:

ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;

ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ, თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო გამოცდილების მიხედვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა.

10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება და საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება შემდეგ დისციპლინებში:

1. ტაქტიკური მომზადება;

2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება;

3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;

4. ზოგადი საკითხები;

5. ფიზიკური მომზადება;

6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა);

7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;

8. სამწყობრო მომზადება;

9. კავშირგაბმულობა;

10. საცეცხლე მომზადება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×