ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. მსურველი კანდიდატებიდან ხუთს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია.
სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, ხუთ კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.
მსურველ კანდიდატთა სია:
1. ადეიშვილი ირაკლი
2. ალანია თამარ
3. ალექსიძე თამარ
4. არაბული ლერი
5. არჩუაძე თამთა
6. ახალაია ია
7. ბაქაქური ნინო
8. ბაჩიაშვილი იოსებ
9. ბეროშვილი გივი
10. ბოხაშვილი ბესარიონ
11. ბუსხრიკიძე ნინო
12. გაბისონია თამარ
13. გამისონია გოგიტა
14. გაგნიძე გრიგოლ
15. გელაძე ნატალია
16. გელიაშვილი ეკა
17. გეწაძე შოთა
18. დობორჯგინიძე ვერა
19. დოლიძე თათია
20. დონდოლაძე ირაკლი
21. ედიშერაშვილი ანა
22. ვარძელაშვილი კონსტანტინე
23. ვახტანგიშვილი დავით
24. ზაქრაძე ნინო
25. ზოსიძე რამაზ
26. თეთრაძე მაკა
27. იმერლიშვილი ანა
28. კანკავა ნიკოლოზი
29. კემულარია რუსუდან
30. კვაჭაძე ვლადიმერ
31. კვირიკაშვილი მაია
32. კირთაძე ნუგზარი
33. კონცელიძე ხვიჩა
34. კორკელია კონსტანტინე
35. ლეგაშვილი ნიკოლოზ
36. ლილუაშვილი გიორგი
37. მაისურაძე ირაკლი
38. მაჭავარიანი ვახტანგ
39. მელაძე გოჩა
40. მესხიშვილი ქეთევან
41. მესხორაძე ლევან
42. მილაძე თეა
43. მილაძე ნოდარ
44. მიქელაძე ზურაბ
45. მჟავია სალომე
46. მშვენიერაძე არჩილი
47. ნადირაძე მარიამ
48. პაპუაშვილი გიორგი
49. სარჯველაძე მარიამ
50. სვანიძე ერიკ
51. სულამანიძე სალომე
52. ტალახაძე თეონა
53. უგლავა ანანო
54. ფირცხალავა ირინა
55. ყვავაძე ქრისტინე
56. ყურულიშვილი მარიანა
57. ჩომახაშვილი ირაკლი
58. ჩხაიძე თინათინ
59. წალდაძე გიორგი
60. წულაძე გიორგი
61. ჭანტურია ლადო
62. ხარიტონაშვილი ნინო
63. ხითარიშვილი ლუიზა
64. ხურცია ანა
65. ჯანდიერი დავით
66. ჯაფარიძე სოფიო
67. ჯობავა მარიკა
68. ჯღამაძე გიორგი