რეზონანსი
18.04.2017

 ინტერნეტის შემქმნელი რობერტ ტეილორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტეილორი 1960-იან წლებში მუშაობდა ისეთი ქსელის შექმნაზე, რომელიც პენტაგონის მონაცემთა ბაზებს ერთმანეთთან დააკავშირებდა.

სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოგონებას - ინტერნეტს, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელ და გლობალურ ქსელად გადაიქცა.

მან კომპიუტერულ სისტემებში სხვადასხვა პროგრამების ხატულებით გამოსახვა გამოიგონა და ამავდროულად მასვე ეკუთვნის პირველი ელექტრონული ტექსტური ინფორმაციის შემუშავება, რაც მოგვიანებით „Microsoft Word" -ის საბაზისო მასალად იქცა.

რობერტ ტეილორის ოჯახის განცხადებით, ბოლო წლებში ის პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×