რეზონანსი
18.04.2017

 დიმიტრი ლორთქიფანიძის განცადებით, ხელისუფლება არ წავიდა ბევრ მნიშვნელოვან შეთავაზებაზე, მაგალითად მიწის კანონზე და საკონტიტუციო კომისიისთვის უფლებების გაზრდაზე, რის გამოც მათ საკონტიტუციო კომისია დატოვეს.

„ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ წავიდეთ კომისიიდან. ხვალ 14 საათზე ვისაუბრებთ სხვა დეტალებზე" ,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს „ევროპული საქართველოც" - ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობა სამუშაო ჯგუფებში დღეს დასრულდება. ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები კვირის ბოლომდე გადაწყვეტენ, გადავლენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×