რეზონანსი
18.04.2017

 საინფორმაციო სააგენტო „ABC News" -ის ცნობით, თურქეთის ეროვნულ-რესპუბლიკურმა პარტიამ, რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართა. საჩივარში წერია, რომ დამკვირვებელთა პროტესტის მიუხედავად, რეფერენდუმზე ყუთებში დაუბეჭდავი ბიულეტენები ჩაიყარა. გარდა ამისა, ზოგჯერ მოქალაქეები ხმას კაბინებს მიღმა აძლევდნენ და არჩევნების დროს ადგილი აგიტაციასაც ჰქონდა.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს.

თურქეთში  რეფერენდუმის შედეგებს აქციებით აპროტესტებენ. პოლიციამ ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ათობით მონაწილე დააკავა.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %-მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×