რეზონანსი
19.04.2017

 შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმისას, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „Герои Арсенала" ჩაიძირა.

„Интерфакс" -ის ცნობით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის, 2 უკრაინის და 1 საქართველოს მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, გემს როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით ხორბალი გადაჰქონდა.

კატასტროფის ადგილას რამდენიმე სამაშველო გემი და ავიაცია გააგზავნეს. სამაშველო ოპერაციას ცუდი კლიმატური პირობები აფერხებს.

გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო გემი 19 აპრილს, დილის 3:30 საათზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×