რეზონანსი
19.04.2017

 შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე, საქართველოს მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე ადასტურებს. საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტელეკომპანია „იმედთან" განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის ადგილის კოორდინატების დაზუსტება მიმდინარეობს. ვახტანგ მიქელაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ძებნა- გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არ იქნება.

ქერჩის სრუტესთან შტორმისას, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „Герои Арсенала" ჩაიძირა. „Интерфакс" -ის ცნობით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის, 2 უკრაინის და 1 საქართველოს მოქალაქეა.

სატვირთო გემი 19 აპრილს, დილის 3:30 საათზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×