რეზონანსი
19.04.2017

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ითხვისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს , „ბეიექსი"-მ სასარგებლო წიაღისეული, 800 ტონაზე მეტი მანგანუმის ნედლი მადანი უკანონოდ მოიპოვა.

გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 20 256,48 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიაში გადის. დეგრადირებულია 1228,95 კვადრატული მეტრის ნიადაგის ფართობი.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაბინძურდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 38 ათას ლარამდეა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და შესწავლისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×