რეზონანსი
19.04.2017

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტში მივიდა. ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სუს-ის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მოხსენების ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიხურება. სხდომის ნახევრად დახურულ ფორმატს საპარლამენტო უმცირესობა აპროტესტებს.12 საათზე ჩანიშნული პლენარული სხდომა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

უმრავლესობას შეკითხვები ძირითადად საზღვრების დაცვასა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით აქვს. ხოლო ოპოზიცია გეგმავს,რომ სუს-ის უფროსს შეკითხვები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დაუსვან.

„ბატონ გომელაურთან ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები, სამსახურის მუშაობა ანტიტერორისტული კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა, ტერორიზმის ფაქტების გამოვლენა, საზღვრის დაცვის კუთხით" , -განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×