ამერიკელმა სამხედროებმა ალიასკას სანაპიროდან რუსული „Ту-95"-ის მოსაშორებლად გამანადგურებელი გაუშვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბომბდამშენი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო და აშშ-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ შეჭრილა.ამის შესახებ ინფორმაციას „ria.ru" ავრცელებს.
ინციდენტი ორშაბათს ღამით, აშშ-ის სანაპიროდან 185 კილომეტრის მანძილზე მოხდა. ამერიკული მხარის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ რუსული ბომბდამშენი ქვეყნის თავდაცვის საიდენტიფიკაციო საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, რომელიც სანაპიროდან 200 კილომეტრის მანძილს ფარავს.
ამერიკული არმიის წარმომადგენლებმა განაცხადს, რომ ტერიტორიიდან რუსული ბომბდამშენის გასაყვანად ორი ავიაგამანადგურებელი, „F-22" გაუშვეს. ამერიკელი პილოტები რუსულ ბომბდამშენებს მანამ მიჰყვებოდნენ, სანამ საიდენტიფიკაციო საჰაერო სივრცე არ დატოვეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „Ту-95МС" ალიასკას რაიონის საჰაერო სივრცეში პატრულირებდა და მისი მარშრუტი ნეიტრალურ წყლებზე გადიოდა.