რეზონანსი
19.04.2017

 დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, პრემიერის გადაწყვეტილებას განიხილავს. სხდომა თემთა პალატაში მიმდინარეობს. ტერეზა მეის ინიციატივის მიღებას დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად, ტერეზა მეიმ თარიღი 8 ივნისისთვის გადმოწია. მისი თქმით, გადაწყვეტილება „ბრექსიტის" პროცედურის დაწყებას უკავშირდება. პრემიერმინისტრი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს.

„მე ახლახანს გავმართე მინისტრთა კაბინეტის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება. ქვეყანას ძლიერი მთავრობა სჭირდება" , - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც მმართველი კონსერვატიული პარტია პოპულარობის რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×