გამოძიებას ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრთან კითხვები პოლონეთის კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას, „radiopolsha.pl" ავრცელებს.
საქმე ეხება 2010 წლის მოვლენებს,პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელებს,რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. 2016 წლის დეკემბერში პოლონეთის პროკურატურამ სამხედრო კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წაუყენა. იმ დროს დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერმინისტრი იყო.
პოლონეთის მთავრობა ყოფილ პრემიერს ღალატშიც სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიების პროცესში, მან პოლონური მხარის სათანადო ჩართვა ვერ უზრუნველყო.
თავად დონალდ ტუსკი დაკითხვაზე დაბარებას „ალქაჯებზე ნადირობად" და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
დონალდ ტუსკი, ვარშავის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მას პოლონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა 2007-2014 წლებში ეკავა.