რეზონანსი
19.04.2017

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცესს მალე განაახლებს.

„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. ორმაგი მოქალაქეობა უკვე ბევრს აქვს და მათი რიცხვი გაიზრდება" , - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში იმყოფება. სერგეი ლავროვმა გუშინ რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა, დღეს კი ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

ლავროვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს. საგარეო უწყების განცხადებით, ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა.საქართველოს პრეზიდენტმა კი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,რომ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×