რეზონანსი
19.04.2017

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოხუმში ვიზიტისას ე.წ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია გააჟღერა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება რეალურია. ამის შესახებ „ria.ru" იუწყება.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საერთაშორისო კონტაქტებში აქტიურად უნდა ჩავერთოთ. ე.წ ჟენევის დისკუსიებს შედეგი მოაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ რეალურია ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება" , - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, წარსული ისტორიის გათვალისწინებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის.

სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობა გახსნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×