რეზონანსი
19.04.2017

 მექსიკის ქალაქ ტანკიტაროში, სააღდგომო სპექტაკლის ჩვენება უბედური შემთხვევით დასრულდა. იუდას როლის შემსრულებელმა, სპექტაკლის მიმდინარეობისას, მაყურებლის წინაშე თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო. ინფორმაციას „Daily Mail"-ი ავრცელებს.

23 წლის მსახიობი იუდას როლს ასახიერებდა, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ თავს ხეზე იხრჩობს. ამ ეპიზოდის თამაშისას, მსახიობმა თავი ყულფში გაყო და თოკი ხეზე დაამაგრა. ყველას ეგონა, რომ მსახიობი იუდას თვითმკვლელობის იმიტაციას განასახიერებდა და პლატფორმა, რაზეც ის იდგა გაუძლებდა, მაგრამ პლატფორმამ მსახიობის წონას ვერ გაუძლო და ის ხეზე ჩამოეკიდა.

იუდას როლის შემსრულებელი მსახიობი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×