რეზონანსი
20.04.2017

 გარემოს დაბინძურების შემთხვევების გამოსავლენად თბილისის ქუჩებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან გამოჩნდნენ. აქამდე მათი ფუნქცია მოქალაქეების მხოლოდ ინფორმირება იყო, დღეიდან კი სადამსჯელო ღონისძიებები ამოქმედდება.ჯარიმების ოდენობა 80 დან 500 ლარამდე მერყეობს.

ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დააჯარიმებენ.ისინი დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. ორი კვირის განმავლობაში ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით ისჯება. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან კი 500 ლარით ისჯება.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯარიმა 50 ლარი იქნება.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისას, ფიზიკური პირი-400 ლარით. იურიდიული პირი კი 1000 ლარით დაჯარიმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×