რეზონანსი
20.04.2017

 სტამბულში რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ქალაქში ღამით მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა,რომელიც ისევ დაკავებებით დასრულდა. ბეშიქთაშში 300-ზე მეტი ადამიანი ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ათათურქის პოსტერებით გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი.

პარალელურად, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, რეფერენდუმის შედეგების სასამართლოს გზით გასაჩივრებას აპირებს.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %-მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×