რეზონანსი
20.04.2017

 დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. მათ დედაქალაქის მთავრობის შენობაში შესვლა სცადეს. აქციის მონაწილეები მერიისგან ბაზართან არსებული კედლის დემონტაჟს ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, უსაფრთხოებისთვის საშიშია.

მოვაჭრეების თქმით, ერთ-ერთი შპს-ს მფლობელმა ორ ბაზარს შორის კედელი ააშენა, რამაც დიდუბის ბაზარი ორ ნაწილად გაყო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, კედლის აშენების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალება და უსაფრთხოების ნორმებიც ირღვევა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერი მათ კედლის დემონტაჟს დაჰპირდა, გაიცა შესაბამისი განკარგულებაც, თუმცა მერიის თანამშრომლებს დემონტაჟი ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას და პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ კედლის დემონტაჟს თავად დაიწყებენ.

აქციაზე იმყოფება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×