რეზონანსი
20.04.2017

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში თევზჭერის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.ბუნებრივად დაგუბებულ ტბორში, მოქალაქე ლაშა ცარციძე ელექტროშოკური აპარატით და მდინარე ალგეთზე, მოქალაქე ვაჟა მირაბაშვილი ანკესზე მობმული სახლართი ბადით თევზაობდნენ.

დღესვე გარემოს დაცვის ინსპექციამ "ნარჩენების მართვის კოდექსის" წესების დარღვევის ფაქტი გარდაბანში გამოავლინა. გიორგი ლორიაშვილმა ღია წესით დაწვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები, რის გამოც მას ჯარიმის სახით 500 ლარი დაეკისრა.

სამცხე-ჯავახეთში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეებს - ალექსანდრე თვარაძესა და თემურ ლომიძეს მოწყობილი ჰქონდათ არარეგისტრირებული სახერხი საამქროები, სადაც განთავსებული იყო უკანონო მრგვალი მორი.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ინერტული მასალა -ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×