რეზონანსი
20.04.2017

 პეტერბურგის ტერაქტის დამკვეთის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ალექსანდრე ბორტნიკოვს ჟურნალისტებთან საუბრისას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

3 აპრილს პეტერბურგის მეტროს მატარებლის ვაგონში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ბომბი ყირგიზმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ტერაქტთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებს სულ 10 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

გუშინ პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო მთავარი ორგანიზატორის, აბრორა აზიმოვის უფროსი ძმა დააკავეს. პოლიციის ცნობით, აკრამ აზიმოვი მოსკოვში დაიჭირეს და საგამოძიებო კომიტეტს გადასცეს.

სამართალდამცველების ცნობით, აკრამ აზიმოვი ტერაქტის ორგანიზებაში ძმას ფინანსურ დახმარებას უწევდა. დაპატიმრების დროს აზიმოვს ყუმბარა "РГД-5" აღმოაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×