რეზონანსი
20.04.2017

 რუსულ ავიაკომპანია "Aeroflot airlanes"-ს სტიუარდესების მიმართ სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციის გამო უჩივლეს. ამის შესახებ "BBC"-ი იუწყება. ავიაკომპანიას საქმე სასამართლოში რამდენიმე გამცილებელი ქალის წინააღმდეგ აქვს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომპანია ეკიპაჟის თანამგზავრების შერჩევისას უპირატესობას გამხდარ და მიმზიდველ კანდიდატებს ანიჭებს.

სამშაბათს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციის შესახებ სტიუარდესა ირინა იერუსალიმსკაიას საჩივარი უარყო. თუმცა, იერუსალიმსკაია აპირებს უფლებადამცველებს მიმართოს და საქმის დეტალები სავაჭრო პროფკავშირების ხელმძღვანელს, ბორის კრავჩენკოსაც გააცნოს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ეკიპაჟის საერთო წონის ზედმეტ კილოგრამებზე მეტ საწვავს ხარჯავენ. ამის გამო, სტიუარდესას ვაკანსიაზე განაცხადების შევსებისას, აპლიკანტი სიმაღლის, წონის და ტანსაცმლის ზომის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×