რეზონანსი
20.04.2017

პროკურორ ემზარ გაგნიძეს მოთხოვნით, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე ფოტორეპორტიორები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

მომდევნო პროცესი პირველ ივნისს დაინიშნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს. ეკა ბესელიასთან ერთად მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხატარაშვილსაც დაკითხავენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ჯაშუშობის ბრალდებით, განაჩენის გადასინჯვა დაიწყო. ახალი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მათ დაკავებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონია. პროკურორის თქმით, 2011 წელს ფოტორეპორტიორები უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×