რეზონანსი
20.04.2017

 შავ ზღვაში სატვირთო გემი „Герои Арсенала" ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად დაღუპული სამი მეზღვაურის ვინაობა დადგინდა. მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ არის. სამი მეზღვაურიდან ორი უკარინის, ხოლო ერთი- რუსეთის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 1 წევრის გადარჩენა მოხერხდა, სამი გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენებზე კი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე განგაშის სიგნალი მიიღეს. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×