რეზონანსი
20.04.2017

 გორში კარალეთის ბაზაზე გარდაცვლილი სპეცრაზმელის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი 37 წლის სულიკო ალესაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დაპატიმრებას ითხოვენ.

ახლობლების თქმით, ალესაშვილის გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ იყო და ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება, რომ ოჯახი ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი, ამასთანავე მოთხოვნის მიუხედავად მათ არ აცნობენ გამოძიების მასალებს და ექსპერტიზის პასუხს.

სპეცრაზმელი სულიკო ალესაშვილი 25 თებერვალს წვრთნების დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×