რეზონანსი
20.04.2017

 პოლონეთში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. მათგან მედლებისთვის ბრძოლას კი ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი აგრძელებენ, რომლებიც 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდნენ.

პაპინაშვილს მეტოქედ ბულგარელი იანისლავ გერჩევი ჰყავს, ჩხვიმიანს კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე. რომ ჩხვიმიანმა 1/4-ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი დაამარცხა.

რაც შეეხება ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ვაჟა მარგველაშვილს, მან მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×