რეზონანსი
20.04.2017

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმების პირობები დაიცვას და თეირანის წინააღმდეგ ბრალდებები არ წამოაყენოს.

„აშშ-ის გაცვეთილი ბრალდებები ვერ შენიღბავს იმას, რომ ვაშინგტონი იძულებულია ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობები დაიცვას", - წერს ჯავად ზარიფი თავის სოციალურ ქსელში.

19 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტს ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შეფასება დაავალა. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელ პოლ რაიანს გაუგზავნა წერილი, სადაც ირანი ტერორიზმის მთავარ სპონსორად მოიხსენია.

2015 წლის ივლისში, ირანი და საერთაშორისო შუამავლების ექვსეული, კერძოდ აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმდნენ. ისლამურმა რესპუბლიკამ, გარკვეული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ურანის გამდიდრების სფეროში სამუშაოების შეზღუდვის ვალდებულება აიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×