რეზონანსი
21.04.2017

 რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ექსტრემისტულ დაჯგუფებად უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ევროპული ბიურო „www.rferl.org" ავრცელებს.

გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა, უპრეცედენტოა. პირველად არის,რომ ქვეყანაში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია კანონმდებლობით იკრძალება.

რუსეთში ორგანიზაციის ადმინისტრაციული შტაბ-ბინა პეტერბურგში მდებარეობს, ქვეყნის მასშტაბით კი 395 ადგილობრივი ფილიალი აქვს. იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ ორგანიზაციის იდეოლოგიას რუსეთში 170 ათასამდე მიმდევარი ჰყავს.

„ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ დაცული იქნება ჩვენი კანონიერი უფლებები, როგორც მშვიდობიანი რელიგიური ჯგუფის" , - განაცხადა ორგანიზაციის რუსეთის წარმომადგენლობის წევრმა, იაროსლავ სივულსკიმ.

ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 მილიონზე მეტია.სხვა ქრისტიანული კონფესიებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები უარყოფენ როგორც სამების, ისე ადამიანის უკვდავი სულის არსებობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×