რეზონანსი
21.04.2017

 ლიტვაში მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლოა 5 წლის ვადით აეკრძალოთ, თუ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევენ.

რუსული საკანონმდებლო მაცნე იუწყება, რომ ლიტვის პარლამენტში განხილულმა ახალმა კანონპროექტმა, შესაძლოა „უცხო პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის" 133-ე მუხლი შეცვალოს და დამატებითი რეგულაციები დაემატოს.

ლიტვის სეიმის მიერ 20 აპრილს განხილული ე.წ „მაგნიტსკის აქტით", დაუშვებელია ქვეყანაში უცხო პირის შესვლა, რომელიც ფართომასშტაბიან კორუფციაში, ფულის გათეთრებაში ან ადამიანის უფლებების დარღვევაშია შემჩნეული. კანონპროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაში პირი შავ სიაში მოხდვება. ამის შესახებ „charter97.org" იუწყება.

კანონპროექტის ინიციატორი ლიტვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გაბრიელ ლანდსბერგია. პირველი მოსმენით ინიციატივას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე 15 ივნისს განიხილავს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×