რეზონანსი
21.04.2017

 რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაში ერთი პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი საპასუხო სროლით მოკლეს. მისი ვინაობა ძალოვანებისთვის უკვე ცნობილია. ამის შესახებ სააგენტო „ТАСС"-ი იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელი ხაბაროვსკში მცხოვრები ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც ნეონაცისტური მოძრაობის წევრი იყო. რუსული მედიის ცნობით, მან ცოტა ხნის წინ ისლამის რელიგია მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×