რეზონანსი
21.04.2017

 საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს დღეს კენჭი მესამე მოსმენით უყარეს. ცვლილებებს 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არავინ წასულა.

დამტკიცებული კანონპროექტით,ნასვამი მძღოლების მიმართ რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება.თუ მძღოლი საკუთარ მანქანას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ სხვა ადამიანს ათხოვებს, მას 30 ქულა ჩამოეჭრება. თუ მძღოლი თავად მართავს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა.

ცვლილებები ე.წ 100 ქულიან სისტემას ითვალისწინებს, რომლის ამოქმედების შემდეგაც დარღვევების დროს მძღოლებს ქულები ჩამოაკლდებათ. მინიჭებული ქულების ნულამდე დაყვანის შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მართვის მოწმობის აღება ხელახლა მოუწევს.

ქულათა სისტემის ამოქმედებასთან ერთად მუშაობას იწყებს უკონტაქტო პატრულიც.კანონპროექტი ძალაში სავარაუდოდ შემოდგომიდან შევა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×