გვანცა წულაია
22.04.2017

23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარიუ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის - 12 აგვისტოს "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას ითვალისწინებს. თუმცა, ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.

ამ ცვლილების ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ამას ორი მიზეზი აქვს: ისტორიკოსებთან დამატებითი კონსულტაციის გამართვის აუცილებლობა და თურქეთის საელჩოს თხოვნა.

დეპუტატების განმარტებით, თურქეთის საელჩომ საქართველოს პარლამენტს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ.

უნდა გაითვალისწინოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა თურქეთის პოზიცია 12 აგვისტოს ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებისას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარამომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "არ უნდა გაითვალისწინოს. გასაგებია, რომ თურქეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენი ბევრი დარგი მის ფინანსებზეა დამოკიდევული, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ის ისტორიული მოვლენები, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, ადვილად დავთმოთ, რადგან თურქეთს არ სიამოვნებს იმის გახსენება, თუ როგორ წააგო ეს ომი. ჩვენ რომ იგივე გვეთქვა, თურქებითვის არავითარ შემთვევაში არ გაითვალისწინებდნენ. ეს საქართველოს ისტორიული მიღწევაა, რომელიც სათანადოდ უნდა აღინიშნოს."

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს (დღესასწაულის დაწესება) აქამდე უნდა გაეკეთებინა. ეს ომი საქართველოს ისტორიაში უდედესი მნიშვნელობის მქონეა. დავითი აღამაშენებელი ერთადერთი მეფეა, რომელსაც მფარველი არ უძებნია.

"ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს ყველაფერი საქართველოსა და თურქეთს შორის გაუგებრობას არ გამოიწვევს. არ შეიძლება სხვას შენი ქვეყნის ამბებო ჰკითხო."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "რა თქმა უნდა, არ უნდა გაივალისწინოს. ამაზე მეტი სირცხილი არ არსებობს, თავის მოჭრაა. საქართველო დამპყრობელი ქვეყანა არასდროს ყოფილა, ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში იყო. საკუთარი გამარჯვება იმის გამო არ აღნიშნო, რომ რომელიღაც ქვეყანამ განცხადება გააკეთა, არ მესმის."

 

 

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი):  "ისინი თურქები კი არა, სელჩუკები იყვნენ. სელჩუკები, რომლებიც თურქეთთან არ იდენტიფიცირებიან.

"არ უნდა გაითვალისწინონ. რა მაგათი საქმეა?! ვფიქრობ, საკითხი პარლამენტში განსახილველად საერთოდ არ უნდა წარდგენილიყო, რადგან ამ გამარჯვების დღეს ყოველთვის ავღნიშნავთ. და თუ შემოიტანეს, მაშინ ბოლომდე მიიყვანონ.

"ეს ისტორიაა, რომელიც წარსულს ჩაბარდა. ეს გამარჯვება ისტორიული მნიშვნელობისაა, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ევროპისაცაა, რადგან მასში ფრანგები, გერმანელები, იტალიელები და ბიზანტიელები მონაწილეობდნენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×