რეზონანსი
22.04.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დასკვნით შეხვედრას მართავს. კომისიის გაერთიანებული სხდომა ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს უყრის კენჭს. პროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვები.ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

კენჭისყრაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი კენჭისყრაში მონაწილეობენ, მაგრამ პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მმართველ პარტიას გადაუნაწილებელ მანდატებზე ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენენ. ასევე მესამე სექტორი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს და მმართველ პარტიას თხოვს, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევის შესაძლებლობა კვლავ ამომრჩეველს დარჩეს.

საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×