რეზონანსი
22.04.2017

 საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა, ქვეყანაში „სიჩუმის დღეა". პრეზიდენტობის კანდიდატებს დღეიდან ყოველგვარი აგიტაცია ეკრძალებათ.

გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი სახელდება. მას ამომრჩევლების 23% ემხრობა. თითქმის 22%-იანი მხარდაჭერა აქვს მარინ ლე პენს, რომელიც საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას და ქვეყანაში მიგრაციის აკრძალვას აპირებს.

ექსპერტების პროგნოზით, მეორე ტურში ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს, თუმცა მათთან ერთად მეორე ტურში გასვლის შანსები აქვთ ფრანსუა ფიიონს და ჟან ლიუკ მელაშონსაც. ბოლო გამოკითხვებით მათ 19%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

ექსპერტების განცხადებით, ეს ყველაზე რთულად პროგნოზირებადი არჩევნები იქნება, რადგან კანდიდატების რეიტინგებს შორის სხვაობა მინიმალურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×